istoriuli soflebi  
  
 
 

zadeni

ნასოფლარი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის ჩრდილოეთით, მაღალ გორაზე. მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე.

1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით ზადენი ახალციხის ლივის ოძრხის ნაჰიეში შედის. ამ პერიოდისათვის ზადენში 20 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მათ მოსავალს შეადგენდა ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი და ბოსტნეული. ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. სოფელი ყოველწლიურად იხდიდა 7 000 ახჩას. ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარში სოფელი აღარ გვხვდება. სავარაუდოდ 1694-1732 წლებში იგი უკვე გაუკაცრიელებული იყო.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი  
თემი  
კოორდინატები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995